• სკოლა
    • დოკუმენტები
    • ინტერვიუ დირექტორთან
    • წარმატების მაჩვენებლები
    • ახალი სკოლის მოდელი
      • კურიკულუმები
      • კომპლექსური დავალებები
  • მისია
    • ხედვა
    • ღირებულებები
  • ისტორია
  • სიახლეები
  • კლუბები
  • აქტივობები
  • კათედრები
  • კონტაქტი

სკოლა დაარსდა 1966 წელს

სკოლამ რამდენიმე ხელმძღვანელი გამოიცვალა. თითოეულმა მათგანმა თავისი წვლილი შეიტანა სკოლის განვითარებაში. 2012 წლიდან სკოლას ხელმძღვანელობს სამეურვეო საბჭოს მიერ არჩეული დირექტორი ქალბატონი ლიანა ფუტკარაძე . ლიანა ფუტკარაძის მუშაობის პერიოდში განსაკუთრებით პროგრესული ცვლილებები განიცადა სკოლამ. შეიცვალა ინფრასტრუქტურა, გაუმჯობესდა სასწავლო გარემო, ამაღლდა სწავლების დონე, მოხდა პედაგოგთა გადამზადება, საინტერესო გახდა სასწავლო პროცესი.გასამაგდა მოსწავლეთა კონტინენტი, გაიზარდა საზოგადოების ნდობა და პოზიტიური დამოკიდებულება სკოლისადმი.სსიპ ქალაქ თბილისის N133 საჯარო სკოლა ინოვაციების დანერგვაში ერთ ერთი ყველაზე აქტიური და წარმატებული სკოლაა.

მოსწავლეზე ორიენტირებულ ინოვაციურ სასწავლო მიდგომებს ბოლო შვიდი  წლის განმავლობაში ვნერგავდით სხვადასხვა ადგილობრივი თუ საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტების მხარდაჭერისა და თანამშრომლობის ფარგლებში:

2013 წელი

სკოლამ მემორანდუმი გააფორმა   საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ მხარდაჭერილ აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID)-ის მიერ დაფინანსებულ საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტ G-PriEd-თან. G-PriEd-თან ოთხწლიანი თანამშრომლობა მნიშვნელოვანი მხარდაჭერა იყო სკოლისთვის. შემდეგი მიმართულებით  ჩამოყალიბდა თანამშრომლობითი კულტურა, დაინერგა ინოვაციური, მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო პროცესი. შეიქმნა მოსწავლის შედეგების გაუმჯობესებაზე ორიენტირებული მასწავლებლის შეფასებისა და სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის პრაქტიკა.

2015 წელი

სკოლა ჩართულია სამოქალაქო განათლების პროგრამა „მომავლის თაობაში”, რომელიც ხორციელდება ორგანიზაცია PH International- ის მიერ, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებითა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში ეფექტური გახდა საკლუბო მუშაობა და სასკოლო საზოგადოების აქტიური ჩართულობა სამოქალაქო ცხოვრებაში.

2016 წელი

ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გავაფორმეთ საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტ G-PriEd-თან, აგრეთვე ბიზნეს-უნარჩვევების პროგრამის ფარგლებშიც. პროექტის ფარგლებში დაწყებით საფეხურზე (I- VI კლ ჩათვლით) წარმატებით განხორციელდა „ჯუნიორ ეჩივმენტ“-ის  სასწავლო პროგრამა მიმართულებით დასაქმებისთვის მზაობა, ფინანსური წიგნიერება და მეწარმეობა.

2018 წელი

სასწავლო წელს საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტ G-PriEd-თან გავაგრძელეთ თანამშრომლობა. ,,მეციერებისა და დიზაინის კლუბის” საპილოტე  პროგრამის ფარგლებშიც.

2016-2019 წლებში

ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოს მიერ ინიცირებული “მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტის” ფარგლებში წარმატებით დაინერგა ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში მოსწავლეზე ორიენტირებული მიდგომები და სტრატეგიები და კიდევ უფრო გაუმჯობესდა სასწავლო გარემო. წარმატებით დავნერგეთ და  განვახორციელეთ პროექტის მიერ შემოთავაზებული არაერთი მეთოდი და აქტივობა, რომელიც ხელს შეუწყობდა სწავლა-სწავლების ხარისხის, მოსწავლეთა მიღწევებისა და შედეგების გაუმჯობესებას,

2019 წელი

სკოლა მონაწილეობს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ ინიცირებულ „ახალი სკოლის მოდელში“ და ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებითა და ტალინის უნივერსიტეტის კოორდინირებით ინიცირებულ პროექტში „ციფრული სკოლა-საქართველო” პროექტები ხელს უწყობს გააზრებულ სწავლა სწავლებას, რომელიც სისტემური და ორგანიზებული ცოდნის კონსტრუირებას უწყობს ხელს. აძლევს მოსწავლეს შესაძლებლობას ჰქონდეს თვითეფექტიანობის მაღალი განცდა, ღია არის გამოწვევების მისაღებად აქვს სწავლის ძლიერი მოტივაცია და უნარი განივითაროს საკუთარი შესაძლებლობები.   პროექტების ძლიერი მხარე სწორედ ციფრული ტექნოლოგიების ინტეგრირებაა სწავლა სწავლების პროცესში.

დღეს წარმატებით აგრძელებს წინსვლას და განვითარებას ზოგადი განათლების რეფორმის განვითარებაში.

2020 წელი

სკოლა  ჩაერთო საქპატენტის მიერ ინიცირებულ პროექტში გამომგონებლობა და ინტელექტუალური საკუთრების დაცვა საჯარო სკოლაში.

2022-2023 წლებში
სკოლა უერთდება ილიაუნის მიერ ინიცირებულ პროექტს,  “რობოტიქსის კლუბები საჯარო სკოლებში”. სასწავლო წლიდან აგრძელებს თანამშრომლობას ( სამოქალაქო განათლების კლუბი )

ალტე უნივერსიტეტის მიერ ინიცირებულ პროექტში სამედიცინო  ტექნოლოგიები საჯარო სკოლაში.

დირექტორები

1966

ვახტანგ ელიაძე

1978

სვეტლანა სურგულაძე

1988

კაკო ანდღულაძე

1989

მერი აზარაშვილი

1990

მზია ადამია

2012

ლიანა ფუტკარაძე

0322 61 28 80

contact@133skola.ge

QQ8P+5MX, ვარდისუბნის ქუჩა

© 2022 — ყველა უფლება დაცულია