“ ტვინების ბრძოლის “ მეორე ეტაპი ჩატარდა
ჩვენი სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის ორგანიზებით ინტელექტუალური შეჯიბრის “ ტვინების ბრძოლის “ მეორე ეტაპი ჩატარდა . ამჯერად ერთმანეთს მე-9, მე-10 და მე-11 კლასის პარალელები შეეჯიბრნენ . გუნდებმა უპასუხეს 15 ლოგიკურ კითხვას . თამაში საინტერესოდ და დაძაბულად წარიმართა . ქულების მიხედვით რეიტინგული სია გამოვლინდა , პირველი ადგილი 53 ქულით მე-11 ა კლასის გუნდმა დაიკავა , მეორე ადგილზე კი 42 ქულით მე-9 ე კლასის გუნდი “ რაზმი 212 “ გავიდა . ყველა კლასის გუნდი აქტიურობით და სიყოჩაღით გამოირჩეოდა . მადლობა ჩვენს აქტიურ და ყოჩაღ თვითმმართველებს ორგანიზებისა და დისციპლინისთვის , ასევე ჩვენ გონიერ მონაწილეებს . ვულოცავთ გამარჯვებულებს და ყველას ვუსურვებთ წარმატებას 🥳🥳💘💘
ინტელექტუალური შეჯიბრი
ჩვენი სკოლის თვითმმართველობის ორგანიზებით ჩატარდა ინტელექტუალური შეჯიბრი “ტვინების ბრძოლა “- პირველი ეტაპი , რომელშიც მე-6, მე-7 და მე-8 კლასის 18 გუნდი იღებდა მონაწილეობას . ჩვენმა ყოჩაღმა და გონიერმა მოსწავლეებმა წამყვანების დასმულ 15 ლოგიკურ შეკითხვას გასცეს პასუხი , რომლებიც 5,6 და 7 ქულიან შეფასებებად იყო დაყოფილი . კაპიტნების შეკითხვის დროს გუნდების კაპიტნებმა იყოჩაღეს და ასახელეს თავისი კლასელები . საბოლოოდ კონკურსი საინტერესო შედეგებით დასრულდა – პირველ საპრიზო ადგილას გავიდნენ მე-6 დ კლასის მოსწავლეები ( დამრიგებელი – ნინო ბაკურაძე ) 58 ქულით , მეორე ადგილი დაიკავეს მე-8 დ კლასის გუნდმა ( დამრიგებელი ანა ურუშაძე ) 52 ქულით , ხოლო სარეიტინგო სიაში ქულების მიხედვით მესამე ადგილი დაიკავა მე-7 გ კლასის გუნდმა ( დამრიგებელი – მარიამ თოიძე ) 49 ქულით . ყველა გუნდის გამოსვლა და ასპარეზობა იყო წარმატებული და ნაყოფიერი , მათ მაქსიმალურად გამოავლინეს ცოდნა და ინტელექტუალური უნარები . ვულოცავთ გამარჯვებულებს და ყველა მონაწილეს უდიდეს წარმატებას ვუსურვებთ ტვინების ბრძოლა 9-10-11 კლასების შეჯიბრებით გაგრძელდება .
ჩვენი სკოლის წარმატებული კურსდამთავრებულები



ჩვენი სკოლის წარმატებული კურსდამთავრებულები
წარმატებული შედეგები აჩვენეს ჩვენმა კურსდამთავრებულებმა.ორი პარალელური კლასიდან ჩვენი სკოლა ჯამში 68 მოსწავლემ დაასრულა. მათგან 59 გახდა სტუდენტი და ჩააბარეს საქართველოს წამყვან უნივერსიტეტებში მათთვის სასურველ ფაკულტეტებზე. ჩვენმა 15 კურსდამთავრებულმა მოიპოვა სახელმწიფო დაფინანსება, მათგან 4 მოიპოვა 100 % გრანტი, ასევე 4 კურსდამთავრებულმა უმაღლესი შედეგებით დაიმსახურა 70 % -იანი დაფინანსება ხოლო შვიდი მათგანი უმაღლეს განათლებას 50 % გრანტით გააგრძელებს. ეს წარმატების მაღალი მაჩვენებელი და საამაყო შედეგებია.
ჩვენთან ლეპტოპთცვენაა
ახალი სასწავლო წელი საზეიმო განწყობით და საჩუქრებით დავიწყეთ . ჩვენთან ლეპტოპთცვენაა 🥰🥰🥰 18 წარმატებულ და გამორჩეულ მეათე კლასებს წარჩინებული სწავლის დამსახურებულ ჯილდოდ გადაეცათ ნოუთბუქები . მოსწავლეთა სიხარული მოსწავლეთა მშობლებმა და ოჯახის წევრებმა გაიზიარეს . დირექტორმა , დამრიგებლებმა და დაწყებითი საფეხურის პედაგოგებმა მიულოცეს ჩვენს უნიჭიერეს მოსწავლეებს ეს წარმატება და მეტი და მეტი წინსვლა უსურვეს . ჩვენ გვჯერა თითოეული მათგანის წარმატების და ზუსტად ვიცით , რომ სამყაროს უკეთესი ხვალინდელი დღე სწორედ მათ ხელშია🥳🥳😍😇
მილოცვა პირველკლასელებს <3
განსაკუთრებული სიყვარულით და გამორჩეული ემოციებით ვულოცავთ ჩვენს პირველ კლასელებს ცოდნის მაგიურ სამყაროში შემობიჯებას
ახალი სასწავლო წელი
ასე ჯადოსნურად და ფერადი ფერებით დავიწყეთ ახალი სასწავლო წელი 133- ში 🥳🥳 ამბობენ, როგორც დაიწყება, ისე გაგრძელდება მთელი წელიო და გამოდის , წინ საოცარი თავგადასავალი , გულთბილი ემოციები და მაგიური წამები გველოდება ! გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას , დაე, წარმატებული და ნაყოფიერი ყოფილიყოს ეს წელი ჩვენი გასაოცარი მოსწავლეებისთვის , გულთბილი პედაგოგებისა და კრეატიული მშობლებისთვის 🇬🇪🇬🇪💜❤️💛💚💙