ჩვენი სკოლის თვითმმართველობის ორგანიზებით ჩატარდა ინტელექტუალური შეჯიბრი “ტვინების ბრძოლა “- პირველი ეტაპი , რომელშიც მე-6, მე-7 და მე-8 კლასის 18 გუნდი იღებდა მონაწილეობას . ჩვენმა ყოჩაღმა და გონიერმა მოსწავლეებმა წამყვანების დასმულ 15 ლოგიკურ შეკითხვას გასცეს პასუხი , რომლებიც 5,6 და 7 ქულიან შეფასებებად იყო დაყოფილი . კაპიტნების შეკითხვის დროს გუნდების კაპიტნებმა იყოჩაღეს და ასახელეს თავისი კლასელები . საბოლოოდ კონკურსი საინტერესო შედეგებით დასრულდა – პირველ საპრიზო ადგილას გავიდნენ მე-6 დ კლასის მოსწავლეები ( დამრიგებელი – ნინო ბაკურაძე ) 58 ქულით , მეორე ადგილი დაიკავეს მე-8 დ კლასის გუნდმა ( დამრიგებელი ანა ურუშაძე ) 52 ქულით , ხოლო სარეიტინგო სიაში ქულების მიხედვით მესამე ადგილი დაიკავა მე-7 გ კლასის გუნდმა ( დამრიგებელი – მარიამ თოიძე ) 49 ქულით . ყველა გუნდის გამოსვლა და ასპარეზობა იყო წარმატებული და ნაყოფიერი , მათ მაქსიმალურად გამოავლინეს ცოდნა და ინტელექტუალური უნარები . ვულოცავთ გამარჯვებულებს და ყველა მონაწილეს უდიდეს წარმატებას ვუსურვებთ 💖💖ტვინების ბრძოლა 9-10-11 კლასების შეჯიბრებით გაგრძელდება .