ჩვენი სკოლის წარმატებული კურსდამთავრებულები

წარმატებული შედეგები აჩვენეს ჩვენმა კურსდამთავრებულებმა.ორი პარალელური კლასიდან ჩვენი სკოლა ჯამში 68 მოსწავლემ დაასრულა. მათგან 59 გახდა სტუდენტი და ჩააბარეს საქართველოს წამყვან უნივერსიტეტებში მათთვის სასურველ ფაკულტეტებზე.  ჩვენმა 15 კურსდამთავრებულმა მოიპოვა სახელმწიფო დაფინანსება, მათგან 4 მოიპოვა 100 % გრანტი, ასევე 4 კურსდამთავრებულმა უმაღლესი შედეგებით დაიმსახურა 70 % -იანი დაფინანსება ხოლო შვიდი მათგანი უმაღლეს განათლებას 50 % გრანტით გააგრძელებს. ეს წარმატების მაღალი მაჩვენებელი და საამაყო შედეგებია.