• სკოლა
    • დოკუმენტები
    • ინტერვიუ დირექტორთან
    • წარმატების მაჩვენებლები
    • ახალი სკოლის მოდელი
      • კურიკულუმები
      • კომპლექსური დავალებები
  • მისია
    • ხედვა
    • ღირებულებები
  • ისტორია
  • სიახლეები
  • კლუბები
  • აქტივობები
  • კათედრები
  • კონტაქტი

#133 სკოლის ხედვა და მიზანი

2030 წლისათვის ჩვენი სკოლა გახდება რეგიონში აღიარებული, წარმატებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ორიენტირებული იქნება მოსწავლეთა საჭიროებებისა და ინტერესების მუდმივ დაკმაყოფილებაზე.

სკოლის მოსწავლეები, მასწავლებელთა კვალიფიციური და მოტივირებული გუნდის დახმარებით, შეძლებენ გამოიმუშაონ  კრიტიკული, შემოქმედებითი აზროვნება და მუდმივად პროგრესისაკენ მსწრაფ გარემოში ადაპტაციის უნარი.

STEAM-ის საგნების სწავლების  გაძლიერებით სკოლა ადგილს დაიმკვიდრებს საერთაშორისო ბაზარზე, ხოლო ციფრული ტექნოლოგიების აქტიური გამოყენებითა და დანერგვით უპასუხებს XXI საუკუნის გამოწვევებს. სკოლა მოსწავლეს შესძენს იმ უნარებს, რომლებსაც ის გამოიყენებს ახალი მატერიალური, ინტელექტუალური და სულიერი ღირებულებების შესაქმნელად, რათა უზრუნველყოს ქვეყნისა და საქართველოს თითოეული მოქალაქის სრულფასოვანი ცხოვრების მხარდაჭერა.

0322 61 28 80

contact@133skola.ge

QQ8P+5MX, ვარდისუბნის ქუჩა

© 2022 — ყველა უფლება დაცულია