• სკოლა
    • დოკუმენტები
    • ინტერვიუ დირექტორთან
    • წარმატების მაჩვენებლები
    • ახალი სკოლის მოდელი
      • კურიკულუმები
      • კომპლექსური დავალებები
  • მისია
    • ხედვა
    • ღირებულებები
  • ისტორია
  • სიახლეები
  • კლუბები
  • აქტივობები
  • კათედრები
  • კონტაქტი

ჩვენი კლუბები

  • სამოქალაქო განათლების კლუბი "მომავლის თაობა"
  • ნორჩ ისტორიკოსთა კლუბი ,, თემიდა“
  • ეკოლოგთა კლუბი „ მწვანე თაობა „
  • კლუბი „მასწავლებელი ბავშვები“

 

სსიპ ქალაქ თბილისის N133 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბი

„მომავლის თაობა“

 

კლუბის ზოგადი დებულება

♦ კლუბი დაარსდა სკოლის ბაზაზე. კლუბში თავმოყრილია საერთო ინტერესებისა და მისწრაფებების მქონე მოსწავლეები. კლუბში მუშაობა დაიწყo 2019 წლის ოქტომბერში.

♦ კლუბში მუშაობა წარიმართება „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონისა და ეროვნული სასწავლო გეგმის გათვალისწინებით;

♦ კლუბს აქვს გვერდი სოციალურ ქსელში. 

♦ კლუბის მისამართი: ქალაქი თბილისი, ვარდისუბნის N8.

♦ ელფოსტა: anaurushadze17@gmail.com

 

კლუბის სახელწოდება – „მომავლის თაობა“

კლუბის სლოგანი – ცვლილებები იწყება ჩვენგან!

სამოქალაქო განათლების კლუბის წევრთა რაოდენობა – ცვალებადია, უფრო კონკრეტულად ყოველწლიურად მზარდი, ამ ეტაპისთვის აერთიანებს კლუბი 20 მოსწავლეს.

კლუბის ხელმძღვანელი პედაგოგები და მათი საკონტაქტო ინფორმაცია –

სამოქალაქო განათლების პედაგოგი ანა ურუშაძე – 555 43 01 33

სამოქალაქო განათლების პედაგოგი ნინო ბაკურაძე – 598 571 305

 

 

 

 

 

  • კლუბის შექმნის მიზანი:

1.1 მოსწავლეთა  საკუთარი თავის გამოხატვის შესაძლებლობების მიცემა;

1.2. სასკოლო პროგრამების მხარდაჭერა ;

1.3. საგანმანათლებლო ბაზის შექმნა;

1.4. მოსწავლეთა კვლევის, სინთეზის, ანალიზის, დისკუსიის უნარების გამოვლინება და ჩამოყალიბება;

1.5.მიღებული ცოდნის ადაპტირება ყოფა-ცხოვრებაში;

1.6. პრეზენტაციის უნარის ჩამოყალიბება;

1.7. პრობლემის გადაჭრის უნარი გამოვლენა;

1.8. წყვილებში, ჯგუფებსა და ინდივიდუალურად მუშაობის გამოცდილების მიღება-გაზიარება.

 

  • კლუბს აქვს საგანმანათლებლო დანიშნულება და ხასიათი;

კლუბში გაწევრიანების უფლება აქვთ სსიპ ქალაქ თბილისის N133 საჯარო  სკოლის მოსწავლეებს საბაზო და საშუალო საფეხურიდან. კერძოდ, მე-7, მე-8, მე-9 და მე-10 კლასის მოსწავლეებს.

კლუბის მუშაობა

  • კლუბის შეხვედრები ჩატარდება ყოველი თვის, კლუბის მონაწილე წევრებისა და კურატორ-მასწავლებლის მიერ, დათქმულ რიცხვში;
  • კლუბის მუშაობის ხანგრძლივობა განსაზღვრულია თვეში, მინიმუმ, ერთხელ, გაკვეთილების შემდეგ, ერთი ან მეტი საათით.

 

კლუბის სამოქმედო გეგმა 2023-2024 წელი

 

 თარიღი

ღონისძიება

ადგილი

 შენიშვნა

ოქტომბერი

კულტურათა დღეები -სასკოლო პროექტის კულტურული მრავალფეროვნების ფარგლებში გამოფენების მოწყობა

 

 

 

სსიპ ქალაქ თბილისის N133 საჯარო სკოლა

 

ინტეგრირება სამოქალაქო განათლებისა და ხელოვნების საგნებს შორის

 

25.10.2023

 

 

მედიაწიგნიერების კვირეული- საინფორმაციო შეხვედრები და ტრენინგები უფროსკლასელებს

 

სსიპ ქალაქ თბილისის N133 საჯარო სკოლა

 

 

 

17.11.2023

 

ფილტვის ქრონიკული დაავადებების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით თანატოლგანმანათლებელთა ტრენინგი ჰაერის დაბინძურების თემაზე დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებს

 

სსიპ ქალაქ თბილისის N133 საჯარო სკოლა 

 

 

29.11.2023

 

ტოლერანტობის კვირეული – კონფერენცია მე-7-8  კლასების მონაწილეობით „ ჩვენ ვირჩევთ ტოლერანტობას „, პლაკატების და პოსტერების გამოფენა

 

 

სსიპ ქალაქ თბილისის N133 საჯარო სკოლა  

 

 

 

3.12.2023

 

შშმ პირების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, ფილმის „ საოცრება „ საჯარო ყურება-განხილვა

სსიპ ქალაქ თბილისის N133 საჯარო სკოლა  

 

 

11.12.2023

 

ადამიანის უფლებების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება

სსიპ ქალაქ თბილისის N133 საჯარო სკოლა  

 

 

 

8.12.2023

 

ადამიანის უფლებების კვირეული –  იურისტის ლექცია თემაზე „ ადამიანის უფლებები და სამართალი „

სსიპ ქალაქ თბილისის N133 საჯარო სკოლა  

 

 

27.12.2023

 

საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების საახალწლო ტრადიციების შესახებ პრეზენტაციების მომზადება და აუდიტორიისთვის ჩვენება

 

სსიპ ქალაქ თბილისის N133 საჯარო სკოლა  

 

 

16.02.2024

 

„ არა პლაგიატს „ კვირეული – პლაკატების და პოსტერების გამოფენა

სსიპ ქალაქ თბილისის N133 საჯარო სკოლა  

 

 

20.02.2024

 

თანატოლგანმანათლებლები – საინფორმაციო შეხვედრა პლაგიატის თემაზე მეოთხე კლასელებთან

სსიპ ქალაქ თბილისის N133 საჯარო სკოლა  

 

 

28.03.2024

 

აუტიზმის დღესთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრა სკოლის ფსიქოლოგთან და სპეც მასწავლებლებთან

სსიპ ქალაქ თბილისის N133 საჯარო სკოლა  

 

 

03.04.2024

 

აუტიზმის ცნობიერების ამაღლების მიზნით პლაკატების და პოსტერების გამოფენა

სსიპ ქალაქ თბილისის N133 საჯარო სკოლა  

 

 

23.04.2024 

 

24.04.2024 

 

მავნე ჩვევებისა და ადიქციის შესახებ კლუბის წევრების ლექცია მეხუთე და მეექვსე კლასის მოსწავლეებს

სსიპ ქალაქ თბილისის N133 საჯარო სკოლა  

 

 

29.04.2024 

 

წიგნიერების დღესთან დაკავშირებით მწერალთან შეხვედრა

სსიპ ქალაქ თბილისის N133 საჯარო სკოლა  

 

 

01.05.2024 

 

წიგნიერების კვირეულის ფარგლებში ბიბლიოთეკართან სტუმრობა და ინტერვიუს ჩაწერა

ეროვნული ბიბლიოთეკა

 

 

05.05.2024 

 

პროექტი „ ჩვენი თვალით დანახული აფხაზეთი „   – მოკლემეტრაჟიანი ფილმის გადაღება

სსიპ ქალაქ თბილისის N133 საჯარო სკოლა  

 

 

 

08.05.2024

 

ინტელექტუალური საკუთრების დღესთან დაკავშირებით მოსწავლეთა გამოგონებების  გამოფენა

სსიპ ქალაქ თბილისის N133 საჯარო სკოლის ეზო

 

 

 

25.05.2024

 

26 მაისის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გმირების მემორიალის მონახულება

გმირების მემორიალი

 

 

01.06.2024

 

ბავშვთა დღესთან დაკავშირებით საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა და შემოსული თანხით მზრუნველობამოკლებული ბავშვების დახმარება

ბავშვთა სახლი

 

 

08.06.2024

 

პროფესიების კვირეული -სხვადასხვა პროფესიის როლის მორგება, სხვადასხვა პროფესიაში წარმატებული ადამიანების მოწვევა და მათთან გასაუბრება, გამოცდილების გაზიარება

 

სსიპ ქალაქ თბილისის N133 საჯარო სკოლა  

 

 

ნორჩ ისტორიკოსთა კლუბი – „თემიდა“

სსიპ ქალაქ თბილისის N133 საჯარო სკოლაში ჩამოყალიბდა ნორჩ ისტორიკოსთა კლუბი

,, თემიდა“ , რომელშიც გაწევრიანება შეუძლიათ   მოსწავლეებს  მე-9,10 კლასების მოსწავლეებს.

 

ნორჩ ისტორიკოსთა კლუბის  მიზანია:

  • მოსწავლეთა დაინტერესება ისტორიით;
  • ისტორიის გაღრმავებული სწავლება.ისტორიით დაინტერესებულ მოსწავლეებთან დამატებითი მუშაობა იმ თემებზე, რომლებიც არ არის შეტანილი სასკოლო პროგრამაში.
  • წარსული და თანამედროვე მოვლენების კრიტიკული გააზრება, თეორიული ცოდნის გაღრმავება,ლოგიკური აზროვნების, ანალიზის და შეფასების უნარების განვითარება;
  • მრავალფეროვანი  ისტორიული წყაროების განხილვა-ანალიზი;
  • სხვადასხვა ისტორიული აქტივობების(მუზეუმები, არქივები, ექსკურსიები, კონფერენციები, კონკურსები, ვიქტორინები…) დაგეგმვა-განხორციელება.

 

მიზნები:

  1.  ისტორიის ცოდნის დონის გაღრმავების ხელშეწყობა, ისტორიის სწავლების გაუმჯობესება, ისტორიული ეპოქის  აღქმა.
  2.  წარსული და თანამედროვე მოვლენების კრიტიკული გააზრება,  თეორიული ცოდნის, ლოგიკური აზროვნების,  ანალიზის და შეფასების უნარების განვითარება.
  3.  წყაროების განხილვა-ანალიზი.
  4. ისტორიული მიზეზების ახსნა და მისი შედეგების გაანალიზება,
  5. ისტორიული პროცესის სხვადასხვა კუთხით დანახვა, ისტორიულ მოვლენათა შეფასება.
  6. სხვადასხვა ისტორიული აქტივობების (მუზეუმები, არქივები, ექსკურსიები, კონფერენციები, კონკურსები… )  დაგეგვმა – განხორციელება.
  7. გუნდური მუშაობის მიჩვევის ხელშეწყობა
  8. მოსწავლეთა ინიციატივების პროექტების სახით განხორცილება
  9. მოსწავლეებში ინტელექტუალური აქტივობების პოპულარიზაცია;
  10. ინტელექტუალური თამაშებისა და ღონისძიებების დაგეგმვა, ორგანიზება და ჩატარება;
  11. სხვა საქმიანობა, რომელიც გამომდინარეობს კლუბის მიზნებიდან.

 

კლუბის მუშაობის განმავლობაში გამოყენებული    იქნება სწავლება შემდეგი მეთოდებით:

  •         ჯგუფური სავარჯიშოები
  •         პრეზენტაცია
  •         დისკუსია
  •         დებატები
  •         ექსკურსია
  •         ცნობილ ადამიანებთან შეხვედრები

 

კლუბის მუშაობა

კლუბის   წევრები იკრიბებიან თვეში ორჯერ, სამშაბათ  დღეს, გაკვეთილების შემდეგ.

 

ეკო კლუბი

 

სსიპ ქალაქ თბილისის N133 საჯარო სკოლა

ეკოლოგიური კლუბი

„მწვანე თაობა“

 

კლასები – IXა,    IXბ,   IXგ,    IXდ,   IXე;   

 

მიზნები:

  • ეკოლოგიური განათლების დონის ამაღლების ხელშეწყობა;
  • ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება;
  • აქტიური მოსწავლეების აღმოჩენა და მათი შემოქმედებითი უნარების განვითარება;
  • ახალი იდეების, მიდგომების შესაძლებლობების ძიება და მათი განხორციელება;
  • ციფრული ფორმატის პრეზენტაციების მომზადება სხვადასხვა მულტიმედიური ელემენტების გამოყენებით;
  • ეკოლოგიური ღონისძიებების ორგანიზება;
  • სასკოლო ცხოვრებაში აქტიური ჩართულობა.

 

პროგრამა:

 

  • სასკოლო პროექტში – „კულტურული მრავალფეროვნება“  მონაწილეობა;
  • კონფერენცია ” გარემოს დაცვითი განათლება სკოლაში”;
  • ვიზიტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკოლოგიის ფაკულტეტზე;
  • ვიზიტი პლასტმასის გადამამუშავებელ ქარხანაში;
  • გამწვანების აქციაში მონაწილეობა;
  • ინფორმაციის მიღება დაცული ტერიტორიების შესახებ;
  • ლაშქრობა განხილული თემის მიხედვით შესაბამის ტერიტორიაზე;
  • მაკულატურის შეგროვება;
  • ვიზიტი სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო კათედრაზე;
  • დედამიწის დღესთან დაკავშირებით ღონისძიების დაგეგმვა-განხორციელება;
  • ბუკლეტების დამზადება და გავრცელება სასკოლო სივრცეში.

 

სსიპ ქალაქ თბილისის N133 საჯარო სკოლის თავისუფალი აზროვნების კლუბი „მასწავლებელი ბავშვები“

 

 

მუხლი 1. ზოგადი დებულებები:

1.1 კლუბი დაფუძნებულია განუსაზღვრელი ვადით და თავისი მიზნებიდან გამომდინარე, მოქმედებს საქართველოს ტერიტორიაზე. იგი თავის საქმიანობას წარმართავს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების შესაბამისად.

1.2 კლუბს აქვს სახელწოდება, ლოგო, დევიზი, ვებ-გვერდი.

ა. სახელწოდება: თავისუფალი აზროვნების კლუბი „მასწავლებელი ბავშვები“.

ბ. ლოგო:

გ. დევიზი: ვიაზროვნოთ სწორად და თავისუფლად!

დ. ვებ-გვერდი: www.edumeter.ge/tamb.html 

1.3 კლუბის იურიდიული მისამართი: თბილისი ვარდისუბნის ქ. 8

კლუბი უფლებამოსილია განახორციელოს ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც ემსახურება კლუბის მიზნებს, ინტერესებს, ორიენტირებულია შედეგზე და არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.

1.4 კლუბში მოსწავლეები გაეცნობიან ლოგიკურ-მათემატიკური აზროვნების ფორმებს, შექმნიან საკუთარი ხელით საგანმანათლებლო რესურსებს, შემდგომში თანატოლებს ან უმცროსკლასელებს გაუზიარებენ საკუთარ ცოდნას, დაგეგმავენ საინტერესო და სახალისო აქტივობებს და ვიქტორინებს.

1.5 კლუბს ხელმძღვანელობს მათემატიკის პედაგოგი მამუკა კვინიკაძე.

 

მუხლი 2. თავისუფალი აზროვნების კლუბი „მასწავლებელი ბავშვები“–ს მიზნები და მუშაობის მოსალოდნელი შედეგები:

ლოგიკურ-მათემატიკური აზროვნება ჩვენი ყოველდღიური საქმიანობის აუცილებელი ნაწილია. მიუხედავად იმისა, რომ ეს უნარ-ჩვევები ყველა ეპოქის ადამიანისათვის საჭირო და გამოსადეგი იყო, 21-ე საუკუნის ადამიანისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. გარკვეული უნარების განვითარება და მათი ჩვევაში გადასვლა ადრეული ასაკიდანვე უნდა იწყებოდეს ადამიანის ცხოვრებაში, განსაკუთრებით კი ისეთი უნარ-ჩვევებისა, რაც მათემატიკასთან და ლოგიკასთანაა დაკავშირებული. სასკოლო მათემატიკა ძირითადად სტანდარტული ამოცანების ამოხსნაზეა ორიენტირებული და ბევრი ბავშვი ამ საგანს მოსაწყენადაც თვლის. აღნიშნული გაკვეთილები კი მოსწავლეებს ადრეული ასაკიდანვე განუვითარებს არასტანდარტულ, კრიტიკულ აზროვნებას, კიდევ უფრო შეაყვარებს მათემატიკას და მის მიმართ ინტერესსაც გაუღვივებს. სახალისო ლოგიკური და მათემატიკური ამოცანების ამოხსნა ყველა მოსწავლისთვის ძალიან საინტერესო და სასიამოვნო პროცესი გახდება, რაც თავის მხრივ, მაღალი სააზროვნო უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას დაუდებს საფუძველს.

ხელი შეუწყოს მოსწავლეებში მათემატიკის პოპულარიზაციას, მათ აკადემიურ წინსვლას, მათემატიკური, ლოგიკური და სააზროვნო უნარ-ჩვევების განვითარებას

გაზარდოს მოსწავლეთა აკადემიური მოსწრება მათემატიკაში

მოსწავლეებს საშუალება მისცეს აღმოაჩინონ და განავითარონ თავიანთი შესაძლებლობები

აქტიური მოსწავლეების აღმოჩენა და მათი შემოქმედებითი უნარების განვითარება

ნაკლებად აქტიურ მოსწავლეებს მისცეს საშუალება ახალი ცოდნის მიღებისა და თავისუფალი დროის შინაარსიანად განკარგვისათვის

ხელი შეუწყოს მოსწავლეების თანატოლებთან და უფროსებთან დადებით, კონსტრუქციულ ურთიერთობასა და გუნდურ მუშაობას

განუვითარდეთ პასუხისმგებლობის გრძნობა და შეძლონ პრიორიტეტების გამოყოფა

ხელი შეუწყოს მოსწავლეებში კრიტიკული აზროვნების განვითარებას, მოამზადოს ისინი პრობლემების გადაჭრისათვის

მოსწავლეებს განუვითარდეთ მაღალი თვითშეფასება

შეეძლოთ საკუთარი შესაძლებლობების გაანალიზება და სამომავლო მიზნების დასახვა

მოსწავლეთა ინიციატივების პროექტების და კონფერენციების  სახით განხორციელება.

გახდნენ უფრო მოტივირებულნი, ორგანიზებულნი, მიზანდასახულნი და აქტიურად ჩაერთონ სასკოლო ცხოვრებაში.

 

მუხლი 3. თავისუფალი აზროვნების კლუბი „მასწავლებელი ბავშვები“–ს მუშაობა

 

3.1. კლუბი შედგება კლუბის წევრებისგან, რომელთა რაოდენობაა არაუმეტეს 17 მოსწავლისა, კლუბის წევრი შეიძლება გახდეს სკოლის VI კლასის მოსწავლე, რომელიც იზიარებს კლუბის მიზნებს და გამოირჩევა მათემატიკის სიყვარულით ან ინტერესდება მათემატიკის, ლოგიკისა და კრიტიკული აზროვნების უკეთ შესწავლით.

  • კლუბიმუშაობას იწყებს 2023 წლის ოქტომბრის თვეში;
  • კლუბიმუშაობას იწყებს საგაკვეთილო პროცესის დასრულების შემდეგ ან დაწყებამდე, საჭიროებისამებრ იკრიბება შაბათ-კვირას.

 

მუხლი 4. კლუბის ფუნქციონირება:

4.1.  კლუბის ფუნქციონირების ძირითადი პრინციპები:

კლუბის მიერ შემუშავებული წესის დაცვა;

კლუბში გაერთიანებული მოსწავლეების თანასწორუფლებიანობა;

ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული ურთიერთობა;

ინფორმაციის ხელმისაწვდომობა და შეუზღუდველობა.

 

 

კლუბის სამოქმედო გეგმა 2023/2024 წლის I სემესტრი

თარიღი

ღონისძიება

ადგილი

2023 წლის სექტემბერი

მოსწავლეთა განცხადების მიღება და გასაუბრების შედეგად კლუბის შემადგენლობის დადგენა. მოსწავლეთათვის სამუშაო გეგმის გაცნობა.

სსიპ ქალაქ თბილისის N133 საჯარო სკოლა

ყოველ სამუშაო შეხვედრაზე დაეთმობა განსაზღვრული დრო, გარდა სხვა დაგეგმილი ღონისძიებისა

მოსწავლეთათვის პრობლემატური მათემატიკის და ლოგიკის საკითხების გამოკვეთა, განხილვა და გადაჭრის გზებზე მუშაობა

სსიპ ქალაქ თბილისის N133 საჯარო სკოლა

ყოველ სამუშაო შეხვედრაზე, გარდა სხვა დაგეგმილი ღონისძიებისა

ხელმძღვანელის მითითებით სხვადასხვა თემის ირგვლივ ინფორმაციის მოძიება მოსწავლეების მიერ, თემის შესასწავლად საჭირო სიტყვების ახსნა-განმარტება. თემების პრეზენტაცია

სსიპ ქალაქ თბილისის N133 საჯარო სკოლა

2023 წლის ოქტომბერში 2-ჯერ

პრაქტიკული მეცადინეობა

ხელმძღვანელის დახმარებით მოსწავლეები განიხილავენ, მსჯელობენ, ხსნიან დავალებებს, ქმნიან სავარჯიშოების მსგავს დავალებებს. წარმოადგენენ თემასთან დაკავშირებით მოძიებულ ინფორმაციას პრეზენტაციის სახით.

სსიპ ქალაქ თბილისის N133 საჯარო სკოლა

2023 წლის ნოემბერის პირველ ნახევარში

მასწავლებელი ბავშვები:

მოსწავლეების მიერ შექმნილი საგანმანათლებლო რესურსებიით საჩვენებელი გაკვეთილის ჩატარება.

სსიპ ქალაქ თბილისის N133 საჯარო სკოლა

2023 წლის ნოემბერის მეორე ნახევარში

მასწავლებელი ბავშვები:

მოსწავლეები თავიანთი შექმნილი პრეზენტაციით, სახალისო დავალებებითა და აქტივობებით თანატოლ ან უმცროსკლასელებს აუხსნიან და შეეცდებიან ასწავლონ მარტივი ლოგიკური ამოცანების სტრუქტურა და ამოხსნის გზები.

სსიპ ქალაქ თბილისის N133 საჯარო სკოლა

2023 წლის დეკემბერში 2-ჯერ

პრაქტიკული მეცადინეობა

ხელმძღვანელის დახმარებით მოსწავლეები განიხილავენ, მსჯელობენ, ხსნიან დავალებებს, ქმნიან სავარჯიშოების მსგავს დავალებებს. წარმოადგენენ ახალ თემასთან დაკავშირებით მოძიებულ ინფორმაციას პრეზენტაციის სახით.

სსიპ ქალაქ თბილისის N133 საჯარო სკოლა

2023 წლის დეკემბრის შუა რიცხვები

ვიქტორინა თანატოლ და უმცროსკლასელებისთვის სახალისო და სააზროვნო ლოგიკური ამოცანებით

სსიპ ქალაქ თბილისის N133 საჯარო სკოლა

2023 წლის დეკემბრის ბოლოს

კლუბის სემესტრული მუშაობის შემაჯამებელი შეხვედრა.

სსიპ ქალაქ თბილისის N133 საჯარო სკოლა

 



0322 61 28 80

contact@133skola.ge

QQ8P+5MX, ვარდისუბნის ქუჩა

© 2022 — ყველა უფლება დაცულია