
გილოცავთ!
განსაკუთრებული სიყვარულით და გამორჩეული ემოციებით ვულოცავთ ჩვენს პირველკლასელებს ცოდნის მაგიურ სამყაროში შემობიჯებას 💜💜 კეთილი იყოს თქვენი ფეხი , ჩვენო პატარა მეგობრებო , ყველაზე თბილსა და მზრუნველ გარემოში , სადაც წარმატების მწვერვალებისკენ გზას პროფესიონალი და გამოცდილი , ყურადღებიანი პედაგოგები გაგიკვალავენ . 133- ე საჯარო სკოლა თქვენი სახლია, ოჯახია , რომელშიც ღიმილიანი სახეებით და სიყვარულით სავსე გულით გეგებებიან და უდიდეს წარმატებას და სიხარულს გისურვებენ 💖💘💘 წინ საოცარი თავგადასვალი გელოდებათ , ეს გზა იქნება ფერადი და საინტერესო , მეგზურობას კი თქვენი მშობლიური 133- ე საჯარო სკოლა გაგიწევთ 💖
ჩვენ ვიწყებთ !