
#133 სკოლის ხედვა და მიზანი
2030 წლისათვის ჩვენი სკოლა გახდება რეგიონში აღიარებული, წარმატებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ორიენტირებული იქნება მოსწავლეთა საჭიროებებისა და ინტერესების მუდმივ დაკმაყოფილებაზე.
სკოლის მოსწავლეები, მასწავლებელთა კვალიფიციური და მოტივირებული გუნდის დახმარებით, შეძლებენ გამოიმუშაონ კრიტიკული, შემოქმედებითი აზროვნება და მუდმივად პროგრესისაკენ მსწრაფ გარემოში ადაპტაციის უნარი.
STEAM-ის საგნების სწავლების გაძლიერებით სკოლა ადგილს დაიმკვიდრებს საერთაშორისო ბაზარზე, ხოლო ციფრული ტექნოლოგიების აქტიური გამოყენებითა და დანერგვით უპასუხებს XXI საუკუნის გამოწვევებს. სკოლა მოსწავლეს შესძენს იმ უნარებს, რომლებსაც ის გამოიყენებს ახალი მატერიალური, ინტელექტუალური და სულიერი ღირებულებების შესაქმნელად, რათა უზრუნველყოს ქვეყნისა და საქართველოს თითოეული მოქალაქის სრულფასოვანი ცხოვრების მხარდაჭერა.