• სკოლა
    • დოკუმენტები
    • ინტერვიუ დირექტორთან
    • წარმატების მაჩვენებლები
    • ახალი სკოლის მოდელი
      • კურიკულუმები
      • კომპლექსური დავალებები
  • მისია
    • ხედვა
    • ღირებულებები
  • ისტორია
  • სიახლეები
  • კლუბები
  • აქტივობები
  • კათედრები
  • კონტაქტი

2022-23 სასწავლო წელს განხორციელებული აქტივობები 

2022 წლის ნოემბერი 

USAID სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში გამოცხადებული პოსტერების და გრაფიკული ნამუშევრების კონკურსში გამარჯვება . თბილისის რეგიონის მასშტაბით პარტნიორი სკოლების მოსწავლეებისთვის გამოცხადებულ კონკურსში სამი საპრიზო ადგილიდან ორი- მეორე და მესამი ადგილი ჩვენი სკოლის მერვე კლასელებმა დაიკავა. ხელმძღვანელი სამოქალაქო განათლების პედაგოგი ანა ურუშაძე. პროექტის მიზანი – ევროპისა და ევროპული ღირებულებების შესახებ მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლება 

2022 წლის ნოემბერი 

სამოქალაქო განათლების კლუბმა  „ მომავლის თაობა „ თანატოლგანმანათლებელთა პროგრამის ფარგლებში დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებს ჩაუტარეს ტრენინგი თემაზე მედიაწიგნიერება . ეს იყო მედიაწიგნიერების კვირეული და მიზნად ისახავდა მოსწავლეებისთვის ინფორმაციის სწორად მოპოვებისა და დამუშავების უნარების განვითარებას. 

2022 წლის ოქტომბერი 

გურამ თავართქილაძის უნივერსიტეტში გამართულ ინტელექტუალურ შეჯიბრებაში რა სად როდის ჩვენი სკოლის გუნდმა „ ჯომარდები „ მეორე ადგილი მოიპოვა და გუნდის თითოეული მონაწილე 150 ლარიანი ვაუჩერით დაჯილდოვდა. მიზანი ინტელექტუალური უნარებს და ცოდნის რეალიზება და გამდიდრება. 

2022 წლის სექტემბერი 

მეშვიდე კლასელები ენების ევროპულ დღესთან დაკავშირებით იმყოფებოდნენ გოეთეს ინსტიტუტს და შეხვდნენ დიპლომატებს იტალიიდან, საფრანგეთიდან, გერმანიიდან და ლატვიიდან. ეს პროფესიული განვითარების კუთხით მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას და ენობრივი ცოდნისა და უნარების გაძლიერებას ისახავდა მიზნად. 

2022 წლის ოქტომბრიდან ამოქმედდა რობოტიქსის კლუბი – რომელიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექმეწარმეობისა და ინოვაციების განვითარების ცენტრი EPAM Georgia-ის მხარდაჭერით შეიქმნა . ჩვენს სკოლად საჩუქრად გადმოეცა ორი Mbot რობოტი.  მიზანი მეცნიერებისა და ინოვაციების გაძლიერება და მხარდაჭერა . ამ კუთხით მოსწავლეთა ინტერესების გაზრდა. 

2022 წლის ნოემბერი 

სკოლა გამარჯვებული გახდა ინოვაციურ პროექტში „ სამედიცინო ტექნოლოგიები სკოლაში „. შეირჩა ათი სკოლა , მათ შორის ჩვენი 133-ე საჯარო სკოლა . მოსწავლეები საშუალო საფეხურიდან ესწრებიან ლექციებს სამედიცინო ტექნოლოგიების თემაზე – ტელემედიცინა, ხელოვნური ინტელექტის სამედიცინო აპიკაციები და აშ. ისინი ეცნობიან ტექნოლოგიური მეწარმეობის საფუძვლებს, ხვდებიან და ეცნობიან წარმატებულ სამედიცინო და ბიო ტექ სტარტაპებს.   ( პროფ ორიენტაციის კუთხით )

2022 წლის ნოემბერი 

ჩვენმა მეხუთე ვ კლასმა ინტელექტუალურ შეჯიბრებაში ‘ ტვინების ბრძოლა „ 141 გუნდიდან მოიპოვა ქულათა მაჩვენებლითბ მესამე ადგილი. ტურნირი საქართველოს ოთხ ქალაქში ერთდროულად გაიმართა თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და ზუგდიდში. 

2022 წლის დეკემბერი 

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ადვოკატი და იურისტი ირაკლი ჯიბლაძე სტუმრად 133-ე საჯარო სკოლაში.  მან გამართა საჯარო ლექცია თემაზე „ ადამიანის უფლებები და სამართალი ‘. ესწრებიდნენ შეხვედრას 7-10 კლასის მოსწავლეები. განიხილა სტუმარმა ბავშვთა უფლებათა კონვენცია და ბავშვის ძირითადი უფლებები. ასევე სამართლებრივ მხარეზე ისაუბრა, მიზანი ცნობიერების ამაღლება უფლებების თემაზე. ასევე პროფორიენტაციის კუთხით სამართალმცოდნეიბის საფუძვლების გაცნობა და იურიდიული სფეროს შესახებ კითხვებზე პასუხების მოსმენა. 

2022 წლის დეკემბერი 

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრაქტიკული სამართლის კლინიკის კურსი – საშუალო საფეხურის იურიდიული მიმართულებით დაინტერესებულ მოსწავლეებს ჩაუტარდათ ტრენინგები და საინფორმაციო შეხვედრები. პროფესიული ორიენტაციის კუთხით ეს მნიშვნელოვანი აქტივობა იყო სამართლით დაინტერესებული ჩვენი მოსწავლებისთვის. 

2022 წლის დეკემბერი 

სამოქალაქო განათლების კლუბი „ მომავლის თაობის ‘ წევრების პროექტების წარმატება USAID სკოლა ბიზნეს ფორუმზე. ჩვენი მერვე გ და მერვე დ კლასის ორმა პროექტმა „ ეკოლოგებმა „, რომელიც ეხებოდა სეპარირებული სანაგვეების განთავსებას სკოლის ტერიტორიაზე და სკოლის გაზეთის პროექტმა, რომელიც გულისხმობდა სკოლაში რეგულარული ბეჭდური გამოცემის შექმნას სპონსორების და ბიზნეს სექტორის დაინტერესება გამოიწვია. პროექტი „ ეკოლოგები „ დაგვიფინანსა ენერგო პრო ჯორჯიამ , ხოლო სკოლის გაზეთის პროექტი ბიბლუსმა . მიზანს წარმოადგენდა მოსწავლეთა სათემო და სასკოლო საჭიროებების იდენტიფიცირება, ასევე ამ საჭიროებების შესაბამისი პროექტების გაწერა და მათი განხორციელებისთის საჭირო უნარების განვითარება. 

2022 წლის დეკემბერი 

ჩვენი მეათე კლასელები სტუმრად ვაზიანის სამხედრო ბაზაზე. მოსწავლეები გაეცნენ ჯარისკაცების ცხოვრების სტილს, მოირგეს ეს რუტინა და გააცნობიერეს სამხედრო ცხოვრების სირთულე და გამოწვევები. 

ICSU  დამოუკიდებელ ბავშვთა და სტუდენტთა გაერთიანების პროექტი ‘ განავითარე შენი ქალაქი „ და ჩვენი თვითმმართველობის წარმომადგენლების მიერ წარდგენილი საინტერესო პროექტი და პრეზენტაცია, რამაც დაიმსახურა ჟიურის მოწონება და სიგელები. მიზანს წარმოადგენდა მოსწავლეების მიერ სათემო საჭიროებების იდენტიფიცირება და მის მოგვარებაზე ზრუნვა. მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის და აქტიურინ მოქალაქის როლის მორგება

23 დეკემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკოლოგიის ინსტიტუტმა Cabol – Caucasus Barcode Of Life -ფარგლებში თბილისის 133-ე საჯარო სკოლის ეკოლოგიური კლუბის წევრ მოსწავლეებს უმასპინძლა. STEM ტური დაიგეგმა კლუბის ხელმძღვანელების თამარ ელისაშვილისა და ხათუნა დოლიძის ინიციატივით. ტურის ფარგლებში მოსწავლეებმა მოისმინეს მოხსენება კავკასიის სიცოცხლის ბარკოდირების პროექტის შესახებ. ეწვივნენ ენტომოლოგიურ ლაბორატორიას, სადაც მათ ცოცხალი ცხოველები და საკოლექციო სინჯები დაათვალიერეს. მოსწავლეები ასევე გაეცნენ ჰერბარიუმის დამზადების პრინციპებს და მოინახულეს გენეტიკის ლაბორატორია.  ( პროფესიული ორიენტაციის კუთხით ) 

10 დეკემბერი ადამიანის უფლებების დღე- თსუ საბავშვო უნივერსიტეტის გამოცხადებული მესიჯების კონკურსი, 4 ბ კლასის ყველა მოსწავლე ასპარეზობდა ამ მესიჯების კონკურსში მცირედი შეტყობინებები დაწერეს ადამიანის უფლებების არსსა და მნიშვნელობაზე. მათ სრული შემადგენლობით გადაეცათ უნივერსიტეტის მიერ მადლობის სიგელები. 

2023 წლის თებერვალი 

საქპატენტის სასწავლო ცენტრის უფროსი ანა დალაქიშვილი სტუმრად ჩვენს სკოლაში. სამოქალაქო განათლების კლუბის „ მომავლის თაობის „ და სამოქალაქო განათლების პედაგოგის ანა ურუშაძის ორგანიზებით სკოლაში სტუმრად იმყოფებოდა და 7-10 კლსის მოსწავლეებს საინფორმაციო ტრენინგი ჩაუტარა საქპატენტის სასწავლო ცენტრის უფროსმა . მან ისაუბრა საავტორო უფლებებისა და ინტელექტუალური საკითხების შესახებ და სკოლის ბიბლიოთეკას საინტერესო რესურსი გადასცა. პლაგიატის თემაზე კვირეულის ფარგლებში ჩატარდა ეს აქტივობა. 

2023 წლის თებერვალი 

სამოქალაქო განათლების კლუბის „ მომავლის თაობის „ ორგანიზებით სკოლაში სტუმრად იმყოფებოდა სოციალური საწარმოს ტენეს დამფუძნებელი ალექსანდრე ლილუაშვილი, რომელმაც ისაუბრა საწარმოს შექმნის იდეასა და სტარტაპის საწყის ეტაპებზე, სირთულეებსა და გამოწვევებზე. შეხვედრას 7-10 კლასის მოსწავლეები დაესწრნენ და მოისმინეს საინტერესო რჩევები. მიზანს წარმოადგენდა პროფესიული რეკომენდაციების გაზიარება, ბიზნეს უნარების განვითარება და ინოვაციური იდეების მოსწავლეებში მხარდაჭერა. 

2023 წლის თებერვალი 

ოკუპაციის კვირეულის ფარგლებში სკოლის კლუბებისა და თვითმმართველობის აქტიური მოსწავლეები იმყოფებოდნენ გასვლითი ვიზიტით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც პირადად რექტორმა ჯაბა სამუშიამ გვიმასპინძლა და მან  საშუალო საფეხურის მოსწავლეებს გააცნო უნივერსიტეტოს ისტორია, ასევე ოკუპაციის პერიოდსა და მნიშვნელობაზე ისაუბრა. პროფესიული განვითარების კუთხით მიაწოდა მოსწავლეებს ინფორმაცია უნივერსიტეტში არსებუი პროგრამების შესახებ. 

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს წარმომადგენელი სტუმრად სკოლაში, რომელმაც მეექვსე კლასელებს ჩაუტარა საინფორმაციო ლექცია და მიზანს წარმოადგენდა მოსწავლეებში შინაური ცხოველების მიმართ ემპათიისა და ჰუმანური განწყობის ჩამოყალიბება და სოციალური პასუხისმგებლობის გაძლიერება. 

აუტიზმის გასაღები სიყვარულშია – 2 აპრილს სპეციალური პედაგოგებისა და სკოლის თვითმმართველობის საერთო ორგანიზებით გაიმართა საინფორმაციო ლექცია აუტიზმის შესახებ ცნო9ბადობის ასამაღლებლად, შემდეგ საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეების პოსტერებით და პლაკატებით მოეწყო გამოფენა. მიზანს წარმოადგენდა მოსწავლეებში აუტიზმის შესახებ ცნობადობის გაზრდა და ჰუმანური და თანასწორი დამოკიდებულების გამოვლენის მნიშვნელობის გააზრება. 

‘ ჩვენი თვალით დანახული აფხაზეთი „ – მაისის თვეში ჩვენს სკოლაში სტუმრად იმყოფებოდა აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს წარმომადგენლები და საინფორმაციო ლექცია ჩაუტარეს საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებს აფხაზეთის ისტორიის, კულტურის შესახებ, ისტორიკოსმა სვიმონ მასხარაშვილმა ისაუბრა აფხაზეთის დაბრუნების მნიშვნელობაზე. მიზანს წარმნოადგენდა მოსწავლეებში აფხაზეთის თემის მიმართ ინტერესის და ცნობადობის ზრდა. 

სამოქალაქო განათლების კლუბისა და ნორჩ ისტორიკოსთა კლუბის კოლაბორაცია – 9 აპრილის თემაზე სკოლაში სტუმრად იმყოფებოდა ისტორიკოსი ოთარ ჯანელიძე, რომელმაც ისაუბრა 9 აპრილის ისტორიულო მნიშვნელო0ბაზე ჩვენი ქვეყნისთვის. ლექციას საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები დაესწრნენ და დასვეს კითხვები. მიზას წარმოადგენდა 9 აპრილის ისტორიული დღის შესახებ მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლება და პატრიოტული ღირებულებების ფორმირება და ჩამოყალიბება. 

მაისი – ვიზიტი პარლამენტში – გენდერული თანასწორობის საპარლამენტო საბჭოს ხელმძღვანელთან ნინო წილოსანთან შეხვედრა და გასაუბრება. ასევე მოსწავლეებმა საბაზო და საშუალო საფეხურიდან მოინახულეს პარლამენტის სხდომათა დარბაზი და აქ არსებული მუზეუმი თავისი ისტორიული ექსპონანტებით. მიზანს წარმოადგენდა მოსწავლეთა ცნობიერები9ს ზრდა პარლამენტის ისტორიის და პარლამენტარიზმის მნიშვნელობაზე. ასევე გენდერულ თემაზე მგრძნობიარე თემების სწორ ჭრილში განხილვა და გაანალიზება. 

აზროვნების აკადემიის ლიტერატურულ კონკურსში „ წიგნი-ერში „ გამარჯვება. პირველ კატეგორიაში ჩვენმა მეექვსე კლასელმა მარიამ გვანცელაძემ თავისი ნამუშევრით და ჩანახატით მოიპოვა ასამდე მონაწილეს შორის მეორე ადგილი და სულაკაურის გამომცემლობის 250 ლარიანი ვაუჩერი დაიმსახურა, მეორე კატეგორიაში მეცხრე კლასელმა ანასტასია ჯაფიაშვილმა თავისი ნაკითხობით და წერის უნარით მოხიბლა ჟიური და პირველი ადგილი დაიკავა და დაიმსახურა სულაკაურის გამომცემლობის 300 ლარიანი ვაუჩერი. მიზანს წარმოადგენდა მოსწავლეთა შემოქმედებითი წერისა და კითხვის უნარების წახალისება, ლიტერატურის გაცნობა და წერის უნარების განვითარება. 

0322 61 28 80

contact@133skola.ge

QQ8P+5MX, ვარდისუბნის ქუჩა

© 2022 — ყველა უფლება დაცულია