• სკოლა
    • დოკუმენტები
    • ინტერვიუ დირექტორთან
    • წარმატების მაჩვენებლები
    • ახალი სკოლის მოდელი
      • კურიკულუმები
      • კომპლექსური დავალებები
  • მისია
    • ხედვა
    • ღირებულებები
  • ისტორია
  • სიახლეები
  • კლუბები
  • აქტივობები
  • კათედრები
  • კონტაქტი
  • მათემატიკისა და ტექნოლოგიების კათედრა
  • საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრა
  • სახელმწიფო ენის კათედრა
  • საბუნებისმეტყველო მეცნიერებების კათედრა
  • უცხოური ენების კათედრა
  • სპორტისა და ესთეტიკური აღზრდის კათედრა
  • დაწყებითი საფეხურის კათედრა

მათემატიკა, ჭადრაკი, კომპიუტერულლი ტექნოლოგიები.

  • ციალა ჭკუასელი

    მათემატიკის მასწავლებელი
  • ნონა გორგილაძე

    მათემატიკის მასწავლებელი კათედრის ხელმძღვანელი
  • მარია ბაზღაძე

    კომპიუტერული ტექნოლოგიების მასწავლებელი
  • ნატალია მესხი

    ჭადრაკის მასწავლებელი
  • ნათია ანდრიაძე

    კომპიუტერული ტექნოლოგიების მასწავლებელი
  • ნუკრი ებრალიძე

    კომპიუტერული ტექნოლოგიების მასწავლებელი
  • მამუკა კვინიკაძე

    მათემატიკის მასწავლებელი
  • გიორგი კურდღელაშვილი

    მათემატიკის მასწავლებელი
  • ნოდარ კირკიტაძე

    მათემატიკის მასწავლებელი
  • ქეთევან დანელია

    მათემატიკის მასწავლებელი
  • ლია გელაშვილი

    მათემატიკის მასწავლებელი
  • ნონა ჯაჯანიძე

    მათემატიკის მასწავლებელი

ჩვენი საქართველო, ისტორია, გეოგრაფია, სამოქალაქო თავდაცვა და უსაფრთხოება, საგზაო ნიშნები და მოძრაობის უსაფრთხოება, სამოქალაქო განათლება, მე და საზოგადოება.

  • კობა სამურკასოვი

    ისტორის მასწავლებელი კათედრის ხელმძღვანელი
  • ნინო ბაკურაძე

    სამოქალაქო განათლების მასწავლებელი
  • ანა ურუშაძე

    სამოქალაქო განათლების მასწავლებელი
  • სოფიო ლომაურიძე

    საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მასწავლებელი
  • ირაკლი მგალობლიშვილი

    სამოქალქო თავდაცვა და უსფრთხოების მასწავლებელი
  • ნათია მაზანაშვილი

    გეოგრაფის მასწავლებელი
  • ნინო ზარიძე

    ისტორიის მასწავლებელი
  • ქეთევან ბასილაია

    გეოგრაფიის მასწავლებელი
  • ეკატერინე მაისურაძე

    ისტორიის მასწავლებელი
  • დალი ოქროიძე

    ისტორიის მასწავლებელი

ქართული ენა და ლიტერატურა

  • ნინო ქვრივიშვილი

    ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი. კათედროს ხელმძღვანელი
  • ნათია ქარდავა

    ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი
  • ეკატერინე იმერლიშვილი

    ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი
  • ნინო ბარბაქაძე

    ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი
  • მარი ქომეთიანი

    ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი
  • ქეთევან მაზმიშვილი

    ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი
  • ლეილა ძიძიგური

    ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი
  • მაია წიკლაური – თაბაგარი

    ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი

ბილოგია, ქიმია, ფიზიკა, ბუნებისმეტყველება.

  • ლიანა ფუტკარაძე

    ბიოლოგიის მასწავლებელი
  • ლალი გოგოლაძე

    ფიზიკის მასწავლებელი
  • ლია სულიკაშვილი

    ბიოლოგიის მასწავლებელი
  • თამარ ელისაშვილი

    ქიმიის მასწავლებელი
  • ნათია მსუქანიშვილი

    ბუნებისმეტყველების მასწავლებელი
  • ლალი ლობჟანიძე

    ბიოლოგიის მასწავლებელი
  • ნანა გაბუნია

    ფიზიკის მასწავლებელი
  • ხათუნა დოლიძე

    ბიოლოგიის მასწავლებელი

ინგლისური ენა, რუსული ენა.

  • ნათია მაისურაძე

    რუსული ენის მასწავლებელი
  • სოფო სვანიძე

    ინგლისური ენის მასწავლებელი
  • ლელა კედელაშვილი

    ინგლისური ენის მასწავლებელი
  • მარინა ფუტკრაძე

    ინგლისური ენის მასწავლებელი
  • ინგა ოსიტაშვილი

    რუსული ენის მასწავლებელი
  • ქეთევან ზარიძე

    რუსული ენის მასწავლებელი
  • თამარ ალადაშვილი

    რუსული ენის მასწავლებელი
  • მანანა ბანეთიშვილი

    ინგლისური ენის მასწავლებელი
  • ეკა კოპალეიშვილი

    ინგლისური ენის მასწავლებელი
  • მაია ჩალაბაშვილი

    ინგლისური ენის მასწავლებელი
  • ეკა ჩაკვეტაძე

    ინგლისური ენის მასწავლებელი

სპორტისა და ესთეტიკური აღზრდის კათედრა, რომლის შემადგენლობაშიც შედიან სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების, მუსიკის, სპორტის და სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების პროექტის/მუსიკის პროექტის მასწავლებლები;

  • არჩილ სოლომნიშვილი

    სპორტის მასწავლებელი
  • ნათია კეტაშვილი

    სპორტის მასწავლებელი
  • მზია წიკლაური

    სპორტის მასწავლებელი
  • ელზა ლაბაძე

    ხელოვნების მასწავლებელი
  • მარიკა დემეტრაშვილი

    ხელოვნების მასწავლებელი
  • ნანა ზურაბაშვილი

    მუსიკის მასწავლებელი
  • ია ურუშაძე

    მუსიკის მასწავლებელი
  • თამარ ჭუმბურიძე

    მუსიკის მასწავლებელი
  • ინგა ბარამიძე

    მუსიკის მასწავლებელი
  • ნანა ყორიაული

    ხელოვნების მასწავლებელი

დაწყებითი საფეხურის კათედრა, რომლის შემადგენლობაშიც შედიან I-IV კლასის ქართული ენისა და ლიტერატურის, მათემატიკისა და ბუნებისმეტყველების მასწავლებლები.

  • ნანიკო თვალოძე

    დაწყებითი საფეხურის მასწავლებელი
  • მადონა მეტრეველი

    დაწყებითი საფეხურის მასწავლებელი
  • ეკა ფუტკარაძე

    დაწყებითი საფეხურის მასწავლებელი
  • ნინო ჩიტოშვილი

    დაწყებითი საფეხურის მასწავლებელი
  • ლელა სახვაძე

    დაწყებითი საფეხურის მასწავლებელი
  • ხათუნა ლოლომაძე

    დაწყებითი საფეხურის მასწავლებელი
  • ნატალია სამყურაშვილი

    დაწყებითი საფეხურის მასწავლებელი
  • მედეა ახვლედიანი-კირთაძე

    დაწყებითი საფეხურის მასწავლებელი
  • ქეთევან ზარანდია

    დაწყებითი საფეხურის მასწავლებელი
  • შორენა სირბილაძე

    დაწყებითი საფეხურის მასწავლებელი
  • ლიკა ელოშვილი

    დაწყებითი საფეხურის მასწავლებელი
  • ხათუნა შაქარიშვილი

    დაწყებითი საფეხურის მასწავლებელი
  • ნათია შვიდბიჭაშვილი

    დაწყებითი საფეხურის მასწავლებელი
  • ნათია მელაძე

    დაწყებითი საფეხურის მასწავლებელი
  • ნატალია გზირიშვილი

    დაწყებითი საფეხურის მასწავლებელი
  • მზია ნებიერიძე

    დაწყებითი საფეხურის მასწავლებელი
  • ლიანა მარდალეიშვილი

    დაწყებითი საფეხურის მასწავლებელი
  • ნანა ზურებიანი

    დაწყებითი საფეხურის მასწავლებელი
  • ნინო ჯამბაზიშვილი

    დაწყებითი საფეხურის მასწავლებელი
  • ფიქრია ცერცვაძე

    დაწყებითი საფეხურის მასწავლებელი
  • მანონი გოგიაშვილი

    დაწყებითი საფეხურის მასწავლებელი
  • ვიქტორია მელიქიძე

    დაწყებითი საფეხურის მასწავლებელი
  • მარინე დავითური

    დაწყებითი საფეხურის მასწავლებელი
  • მარინე დავითური

    დაწყებითი საფეხურის მასწავლებელი
  • თამარ ხორბალაძე

    დაწყებითი საფეხურის მასწავლებელი
  • მარინა გათაშვილი

    დაწყებითი საფეხურის მასწავლებელი
  • ხათუნა ხატიაშვილი

    დაწყებითი საფეხურის მასწავლებელი
  • ხატია გოცაძე

    დაწყებითი საფეხურის მასწავლებელი
  • ფიქრია გოდერძიშვილი

    დაწყებითი საფეხურის მასწავლებელი

კათედრათა ფუნქციებია

 საგნობრივი ჯგუფის საგნის/საგნების სწავლების კოორდინირების განხორციელება;

 რეკომენდაციების შემუშავება სწავლა-სწავლების თანამედროვე მეთოდოლოგიებისა და მიდგომების დანერგვასთან დაკავშირებით;

 კათედრის წევრთა შორის გამოცდილების გაზიარება, წარმატებების წინაპირობათა განსაზღვრა და პრობლემების გადაჭრის გზების ძიება;

 საგაკვეთილო პროცესისთვის, მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და სასკოლო ბიბლიოთეკისთვის საგანმანათლებლო რესურსების შერჩევა და პედაგოგიური საბჭოსთვის წარდგენა;

 სხვა საგნებთან კოორდინირებული მუშაობა (მაგ., ისტორიასა და ქართულ ენასა და ლიტერატურაში საერთო თემატიკის შეთანხმება, ექსკურსიებზე საერთო დავალებების მოფიქრება და სხვ.);

 მასწავლებლის პროფესიული განვითარებისთვის ზრუნვა;

 თითოეული მასწავლებლის მიერ კლასების მიხედვით ჩატარებული შემაჯამებელი დავალებების ანალიზის დროს წარმოშობილი პრობლემის განხილვა/გადაჭრა.

 

კათედრა იკრიბება სემესტრში მინიმუმ ორჯერ (მათ შორის, პირველი სემესტრის დაწყებამდე და ყოველი სემესტრის დასრულებისას საგნის სწავლების შეჯამების და ანალიზის მიზნით). კათედრა აუცილებლად იკრიბება სასწავლო წლის დაწყებამდე.

 

სკოლას შემუშავებული აქვს კათედრის დებულება, რომელიც განსაზღვრავს კათედრის მიზნებსა და ამოცანებს, ფუნქციებს, თავმჯდომარის არჩევის წესს, კათედრის წევრების და თავმჯდომარის უფლებებისა და მოვალეობების შესახებ ინფორმაციებს  და სხვა.

კათედრის დებულება


მუხლი 1. ზოგადი დებულებები

კათედრა თავის საქმიანობას წარმართავს, ,,ზოგადი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის, ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების, ეროვნული სასწავლო გეგმის, საჯარო სკოლის წესდების, შინაგანაწესისა და ამ დებულების შესაბამისად.


მუხლი 2. კათედრის მიზნები და ამოცანები:

2.1 სწავლის თანამედროვე მეთოდებისა და მიდგომების პრაქტიკაში დანერგვა;

2.2 სახელმძღვანელოების, სასწავლო რესურსების შერჩევა; 

2.3 დამატებითი სასწავლო რესურსების მოძიება და ეფექტური გამოყენება;

2.4 სასწავლო პროგრამის შემუშავება; 

2.5 პედაგოგთა შორის ურთიერთთანამშრომლობის განვითარება;

2.6 პედაგოგთა პროფესიული განვითარება;


მუხლი 3. კათედრის წევრობა


3.1. სსიპ ქალაქ თბილისის 133 -ე  საჯარო სკოლის  მასწავლებლები ვალდებულნი არიან საგნობრივი ჯგუფის მიხედვით გაერთიანდნენ შესაბამის კათედრაში. ისინი თანასწორობის საფუძველზე მონაწილეობენ კათედრის სხდომებზე;

3.2. თუ ერთი მასწავლებელი ასწავლის სხვადასხვა საგნობრივ ჯგუფში შემავალ საგნებს, ასეთი მასწავლებელი შედის შესაბამისად რამდენიმე კათედრაში; 

3.3. კათედრა იკრიბება სასწავლო წლის მანძილზე მინიმუმ ოთხჯერ (სემესტრში ორჯერ), კათედრა აუცილებლად უნდა შეიკრიბოს სასწავლო წლის დაწყებამდე.

3.4. კათედრის რიგგარეშე სხდომის ჩატარება ხდება, საჭიროების შემთხვევაში კათერდის წევრთა 1/3-ის მოთხოვნით;

3.5 რიგგარეშე სხდომის შესახებ კათედრის წევრები გაფრთხილებულნი უნდა იყვნენ გონივრული ვადით ადრე, განსახილველი საკითხების მითითებით;

3.6. რიგგარეშე სხდომის მოწვევის ორგანიზება ევალება კათედრის თავმჯდომარეს.


მუხლი 4. კათედრის წევრის უფლებები და მოვალეობები


4.1. კათედრის წევრს უფლება აქვს:

4.1.1. აირჩიოს და არჩეულ იქნეს კათედრის თავმჯდომარედ;

4.1.2. კათედრის სხდომაზე გადაწყვეტილების მიღებისას ისარგებლოს ხმის უფლებით;

4.1.3 შევიდეს ინიციატივებით სხდომაზე და განხილვაზე დააყენოს მისთვის საინტერესო საკითხი;

4.1.4 მონაწილეობა მიიღოს კათედრის სამუშაო გეგმის შემუშავებაში;

4.2. კათედრის წევრი ვალდებულია:

4.2.1. დაესწროს კათედრის სხდომებს (თუ არ არსებობს გაცდენის ობიექტური მიზეზი: ავადმყოფობა, ოჯახური მიზეზი და ა.შ.);

4.2.2. მონაწილეობა მიიღოს სახელმძღვანელობის, საგანმანათლებლო რესურსების შერჩევაში;

4.2.3. იზრუნოს კათედრის ეფექტურად ფუნქციონირებისათვის და ჯეროვნად შეასრულოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებები;

4.2.4. მონაწილეობა მიიღოს სწავლების ახალი მეთოდების დანერგვაში;

4.2.5. იზრუნოს საკუთარი და კათედრის წევრების პროფესიულ განვითარებაზე.

მუხლი 5. კათედრის ფუნქციები 


კათედრის ფუნქციებია:

5.1 საგნობრივი ჯგუფის საგნის/საგნების სწავლების კოორდინირების განხორციელება;

5.2 რეკომენდაციების შემუშავება სწავლა-სწავლების თანამედროვე მეთოდოლოგიებისა და მიდგომების დანერგვასთან დაკავშირებით.

5.3 კათედრის წევრთა შორის გამოცდილების გაზიარება, წარმატებების წინაპირობათა განსაზღვრა და პრობლემების გადაჭრის გზების ძიება;

5.4 საგაკვეთილო პროცესისთვის, მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და სასკოლო ბიბლიოთეკისთვის საგანმანათლებლო რესურსების შერჩევა;

5.5 სხვა კათედრებთან კოორდინირებული მუშაობა (მაგ., ისტორიასა და ქართულ ენასა და ლიტერატურაში საერთო თემატიკის შეთანხმება, ექსკურსიებზე საერთო დავალებების მოფიქრება და სხვ.);

5.6 მასწავლებლის პროფესიული განვითარებისთვის ზრუნვა;

5.7 თითოეული მასწავლებლის მიერ კლასების მიხედვით ჩატარებული შემაჯამებელი დავალებების ანალიზის დროს წარმოშობილი პრობლემის განხილვა/გადაჭრა;


მუხლი 6. კათედრის თავმჯდომარის არჩევის წესი


6.1 კათედრის თავმჯდომარეს ერთი სასწავლო წლის ვადით ირჩევენ კათედრის წევრები, სასწავლო წლის  დასაწყისში ფარული კენჭისყრით;

6.2 კათედრის თავმჯდომარის წარდგენის უფლება აქვს მხოლოდ კათედრის წევრებს.


მუხლი 7. კათედრის თავმჯდომარის ფუნქციები 


კათედრის თავმჯდომარე:

7.1 უძღვება კათედრის სხდომებს და ხელს აწერს სხდომის ოქმებს;

7.2 სემესტრში ერთხელ ამზადებს ანგარიშს გაწეული საქმიანობის შესახებ, კათედრის სხდომაზე წარსადგენად;

7.3 კათედრის მიმდინარე საქმიანობის შესახებ ინფორმაციას აწვდის ნებისმიერ დაინტერესუბულ პირს.

7.4 უზრუნველყოფს კათედრის სხდომების ორგანიზებას და დროული ჩატარებას;

7.5 უზრუნველყოფს კათედრის სამუშაო გეგმის შესრულებას და გაწეული საქმიანობის მონიტორინგს;

7.6 უზრუნველყოფს კათედრის ეფექტურად ფუნქციონირებას და განვითარებისთვის სხვადასხვა ღონისძიების (ინტეგრირებული გაკვეთილები, ღია გაკვეთილები და სხვა) ჩატარებას;

7.7 კოორდინირებას უწევს კათედრის მუშაობას და უზრუნველყოს ფუნქციების ეფექტურად                             გადანაწილებას კათედრის წევრთა შორის;

7.8 წარუდგენს წინადადებას და რეკომენდაციებს (წახალისების მექანიზმების, ექსპერტთა მოწვევის, ტრენინგებისა და სხვა ღონისძიებების შესახებ) სკოლის დირექციას;

7.9 ხელს უწყობს კათედრებს შორის ეფექტური თანამშრომლობის ჩამოყალიბებას;

7.10 აწარმოებს კათედრის დოკუმენტაციას.

მუხლი 8. კათედრის სხდომა და გადაწყვეტილების მიღების წესი

8.1 კათედრა უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება თუ კათედრის სხდომას ესწრება კათედრის წევრთა სრული შემადგენლობის არანაკლებ 2/3;

8.2 კათედრის სხდომა გადაწყვეტილებას იღებს დამსწრეთა ხმათა უმრავლესობით;

8.3 ხმების თანაბარი რაოდენობით გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია კათედრის თავმჯდომარის ხმა;

8.4 საგნობრივი კათედრის მიერ ჩატარებული თითოეული სხდომა უნდა დასტურდებოდეს შესაბამისი ოქმით;

8.5 საგნობრივ კათედრაზე შესაძლებელია შედგეს სხვადასხვა სამუშაო შეხვედრა.


მუხლი 9. კათედრის დებულების დამტკიცება და ცვლილლების შეტანა


9.1 სკოლის კათედრის დებულებას შეიმუშავებს და ბრძანებით ამტკიცებს სკოლის დირექტორი.

9.2 სკოლის კათედრის დებულების მიღება, გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული წესით.

0322 61 28 80

contact@133skola.ge

QQ8P+5MX, ვარდისუბნის ქუჩა

© 2022 — ყველა უფლება დაცულია